Sunday, December 20, 2009

შეფასების რუბრიკა

სასწავლო პროექტის გამოყენებისას ისტ-ის გამოყენების შეფასების რუბრიკა

Friday, December 18, 2009

კარნავალი

პროექტის სახელი:'კარნავალი”
პროექტის მოკლე აღწერა :მოზარდმა გაათვითცნობიეროს, თუ რას ნიშნავს სიტყვა კარნავალი. საიდან განჩნდა ეს სიტვა, სად ჩატარდა პირველი კარნავალი და რა სახით, რა მიზნით,. დღეს სხვადასხვა ქვეყნებში რა ტიპის კარნავალი ტარდება.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ინტერნეტიდან, ბიბლიოთეკიდან, აკეთებენ ანალიზს და შექმნიან საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდებს, ვიდეო მასალის კრებულს, თუ რას ნიშნავს სიტყვა კარნავალი, საიდან შემოვიდა და როდის და რა სახით ტარდება კარნავალი უცხო ქვეყნებში. ჩაატარებენ საუბრებს კლასებში, მსჯელობენ, მართავენ დისკუსიებს და გამოაქვთ გადაწყვეტილება თუ როგორ და რა სახით შეიძლება კარნავალის მოწყობა სკოლაში ან სხვა ფართში. ქმნიან მონახაზს, გეგმავენ საახალწლო კარნავალისთვის ატრიბუტების შერჩევას.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13–17 წელი/მე–7 მე–12 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის იანვარი, თებერვალი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, მუშაობა მუშა ჯგუფებში, შემდეგ კი სკოლის მოსწავლეებთან ლექცია-საუბრები, პრეზენტაციის მოწყობა, კარნავალის მოწყობა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: კარნავალი, ვიდეო მასალა, პლაკატები, , ბლოგი შექმნილი მასალის მიხედვით, ვებ საიტი.
სარგებელი სხვებისთვის: სიტყვის მნიშვნელობის და მისი წარმოშობის ისტორია. სხვადასხვა ქვეყნებში კარნავალის ჩატარების ტრადიციები. ანალოგიური ღონისძიებები. გართობის ერთ-ერთი შემოთავაზება
სამუშაო ენა: ქართული, რუსული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული -სხვადასხვა საშუალებებით ინტერნეტი, ბიბლიოთეკა. . . სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა.
ხელოვნება - წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, ფოტოების შექმნა

უცხო ენა- მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, თარგმნის, აყალიბებს აზრს.

საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების განთავსება.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მერცია ლელინა
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lelina1946@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: